რუნი: "მანჩესტერ იუნაიტედისთვის პარკ ჟი სუნიც ისეთივე მნიშვნელოვანი იყო, როგორც კრიშტიანუ რონალდუ"
"დერბი ქაუნთის" მთავარმა მწვრთნელმა, უეინ რუნიმ, რომელიც წლების მანძილზე "მანჩესტერ იუნაიტედის" ღირსებას იცავდა, "ეშმაკუნების" ექს-ნახევარმცველ პარკ ჟი სუნის შესახებ ისაუბრა.
"თუ 12 წლის ბავშვებს პარკ ჟი სუნს უხსენებთ, ვერ მიხვდებიან, ვინ არის. მაგრამ ყველა მათგანს, ვისაც პარკის გვერდით უთამაშია, იცის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" წარმატებისთვის თითქმის ისეთივე მნიშვნელოვანი იყო, როგორც კრიშტიანუ რონალდუ", - ციტირებს რუნის სიტყვებს Man United News-ი.
შეგახსენებთ, 2021 წლის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ პარკ ჟი სუნმა "ქპრ"-ს 16-წლამდელთა გუნდი ჩაიბარა.
40 წლის კორეელმა 2012 წელს "მანჩესტერ იუნაიტედიდან" წასვლის შემდეგ ორი სეზონი "ქპრ"-ში გაატარა. "ემიუს" რიგებში იგი პრემიერ ლიგის ჩემპიონი 4-ჯერ გახდა და 2008 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო. აგრეთვე, "პსვ ეინდჰოვენის" მაისურით ჰოლანდიის ჩემპიონატის ტიტულსაც დაეუფლა.
პარკ ჟი სუნმა პროფესიონალური კარიერა 2014 წელს "პსვ"-ში დაასრულა.