რუნი ევერტონში შესაძლო დანიშნვაზე: "ამ კლუბს ბავშვობიდან ვგულშემატკივრობ"
ამ კვირის დასაწყისში "ევერტონმა" რაფა ბენიტესი გაუშვა. პრესა მაშინვე დაუკავშირდა "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდას, და "დერბი ქაუნთის" მწვრთნელს, უეინ რუნის სამუშაოს "გუდისონ პარკზე".
"მე ისევე ვარ, როგორც ყველა სხვა. მე ვხედავ სპეკულაციას სოციალურ ქსელებში და გაზეთებში და რა თქმა უნდა, ევერტონი არის კლუბი, რომლის გულშემატკივრადაც გავიზარდე.
მიხარია, რომ ამ საუბრებში მომიხსენიებენ, მაგრამ ვიცი, რომ ევერტონს ესმის, რომ იმისთვის, რომ მათ ჩემთან ურთიერთობა დაამყარონ, უნდა დაუკავშირდნენ ჩემს კლუბს.
ყველას უნდა ზღაპრის სჯეროდეს, მაგრამ მე ხვალინდელ თამაშზე ვარ ორიენტირებული. ეს დიდი თამაშია, ლოკალური დერბი და მე უნდა დავრწმუნდე, რომ მის მიმართ სრულ პატივისცემას გამოვიჩენ.
როგორსაც ის იმსახურებს და როგორსაც ეს კლუბი იმსახურებს. დერბის ჯერ არავის დაუკავშირებია, ასე რომ, მე არ ვაძლევ უფლებას რაიმემ გადამატანინოს ყურადღება იმ საქმიდან, რომელსაც აქ ვაკეთებ.
მესმის, რომ კითხვები უნდა დაისვას, მაგრამ ევერტონის კლუბის ხელმძღვანელობასთან კომუნიკაცია არ ყოფილა, ამიტომ ამ საკითხზე მეტს ვერაფერს ვიტყვი", - განაცხადა რუნიმ.