ავტორიზაცია

ოფიციალურად: შოთა არველაძე ჰალ სიტის მთავარი მწვრთნელია!

ოფიციალურად: შოთა არველაძე ჰალ სიტის მთავარი მწვრთნელია!
თარიღი 28 იან 2022, 00:11

"ჰალ სიტიმ" ოფიციალური საიტის მეშვეობით გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე შოთა არველაძის დანიშვნა დაადასტურა.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, ჩემპიონშიპის ბინადარ კლუბთან 48 წლის ქართველი სპეციალისტის კონტრაქტი 18 თვეზე იქნება გათვლილი, თანამშრომლობის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობით.

შოთა ბოლოს უზბეკურ "ფახთაქორს" ედგა სათავეში, სადაც 2017 წლიდან 2020 წლამდე იმუშავა და ამ დროის მანძილზე ხუთი ტიტული მოიგო, მათ შორის უზბეკეთის სუპერ ლიგა (2-ჯერ) და აზიის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშიც გავიდა.

გარდა ამისა, ლეგენდარულ ქართველს თავის დროზე  თურქეთში "კაისერისპორი", "ქასიმფაშა" და "ტრაბზონსპორი" გაუწვრთნია, ისრაელში კი თელ ავივის "მაკაბი".

აგრეთვე, მოგეხსენებათ, არველაძე 61 მატჩში გატანილი 26 გოლით საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია.