შოთა არველაძე უკვე ჰალ სიტიშია! - Goal.ge-ს ახალი ექსკლუზიური ინფორმაცია
Goal.ge-ს ექსკლუზიური ინფორმაციით, შოთა არველაძე უკვე ჩაფრინდა ინგლისში, სადაც ის უახლოეს პერიოდში "ჰალ სიტისთან" გააფორმებს კონტრაქტს 1.5+1 სისტემით.
ქართველი სპეციალისტი "ვეფხვების" რიგებში პირველ ვარჯიშს ჩაატარებს ხვალ, 27 იანვარს, იქამდე კი უდიდესი ალბათობით გარიგება საბოლოოდ გაოფიციალურდება.
იორკშირული კლუბის ახალი დამრიგებლის კონტრაქტის ფინანსური დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება, თუმცა აღნიშნულ ინფორმაციასაც ოპერატიულად Goal.ge მოგაწვდით.
შეგახსენებთ, რომ 48-წლის მთავარი მწვრთნელის სახელს თავდაპირველად უკავშირებდნენ "კრასნოდარს", თუმცა მან არჩევანი "შავ-ყვითლების" სასარგებლოდ გააკეთა.