ავტორიზაცია

"არველაძე არის ადამიანი, რომელსაც ჰალ სიტის ახალი პრეზიდენტი ენდობა" - ინგლისური პრესა შოთაზე წერს

"არველაძე არის ადამიანი, რომელსაც ჰალ სიტის ახალი პრეზიდენტი ენდობა" - ინგლისური პრესა შოთაზე წერს
თარიღი 24 იან 2022, 13:02

Hulldailymail-ი ამტკიცებს, რომ შოთა არველაძე ძალიან მალე "ჰალ სიტის" მთავარი მწვრთნელი ოფიციალურად გახდება. ინგლისური გამოცემა ქართველის შესახებ წერს შემდეგს:

"მაკკენის შემცვლელი არველაძე ილიჩალის თანამემამულე არ არის და მას დიდი სამწვრთნელო გამოცდილება აქვს. კარიერის სტარტზე შოთა კაისერისპორში, კასიმფაშაში და ტრაბზონსპორში მუშაობდა.

ის ბოლოს ფახთაქორს წვრთნიდა და უნდა ითქვას, რომ დიდ წარმატებას მიაღწია. ქართველმა სპეციალისტმა უზბეკეთის სუპერ ლიგა და უზბეკეთის თასი ორ-ორჯერ მოიგო.

საინტერესო იქნება, ნახვა, შეძლებს თუ არა აღმოსავლეთ ევროპაში მიღწეული წარმატების ჩემპიონშიპში გადატანას, თუმცა ერთი რამ ფაქტია - ის არის ადამიანი, რომელსაც ახალი პრეზიდენტი ენდობა", - წერს Hulldailymail.

ინგლისში ვარაუდობენ, რომ ტაშკენთელთა ყოფილი დამრიგებელი "ვეფხვებს" უკვე ამ კვირაში ჩაუდგება სათავეში. იორკშირელებმა მფლობელი ოფიციალურად უკვე შეიცვალეს.