ავტორიზაცია

ჰალ სიტიში მფლობელი ოფიციალურად შეიცვალა - როდის ველოდოთ არველაძეს ინგლისურ კლუბში?

ჰალ სიტიში მფლობელი ოფიციალურად შეიცვალა - როდის ველოდოთ არველაძეს ინგლისურ კლუბში?
თარიღი 20 იან 2022, 21:28

The Athletic-ი ამტკიცებს, რომ "ტრაბზონსპორის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი, შოთა არველაძე ჩემპიონშიფში მობინადრე "ჰალ სიტის" მომავალ კვირაში ჩაიბარებს.

ბიზნესმენ აჯუნ ილიჯალის საკუთრებაში "ვეფხვები" ოფიციალურად 19 იანვარს გადავიდნენ. იორკშირელებმა თურქი ტელემაგნატის მისვლა "ბლექბერნის" დამარცხებით აღნიშნეს.

იგივე წყარო ამტკიცებს, რომ ქართველი სპეციალისტი "შავ-ყვითლებს" სათავეში ჩაუდგება მიმდინარე თვის ბოლოს, "სუონსისთან" შეხვედრის წინ, რომელიც 29 იანვარს გაიმართება.

ტაშკენტის "ფაქთაქორის" ყოფილი დამრიგებელი არ არის ერთადერთი კანდიდატი "ჰალ სიტის" სიაში, თუმცა ილიჯალი უპირატესობას სწორედ თავის მეგობრის კანდიდატურად ანიჭებს.

აქვე დავამატებთ, რომ ინგლისის რანგით მეორე დივიზიონში ჩატარებული 26 ტურის შემდეგ, "ვეფხვები" 26 ქულით არიან მე-19 ადგილზე, გასავარდნ ზონამდე კი სხვაობა 7 ქულაა.