ავტორიზაცია

არველაძე ჰალ სიტიში ინიშნება, დეტალები ცნობილია - Goal.ge-ს ექსკლუზივი

არველაძე ჰალ სიტიში ინიშნება, დეტალები ცნობილია - Goal.ge-ს ექსკლუზივი
თარიღი 25 იან 2022, 21:57

შოთა არველაძის "ჰალ სიტიში" დანიშნვამდე რჩება სულ ცოტა დრო. Goal.ge-ს ექსკლუზიური ინფორმაციით, ქართველი სპეციალისტი ინგლისში ჩაფრინდება დღეს ღამე.

"ტრაბზონსპორის" ყოფილი დამრიგებელი მოგვიანებით მივა "ვეფხვების" ოფისში, სადაც კლუბთან მოაწერს ხელს ხელშეკრულებას, რომელიც 1.5+1 სისტემით იქნება გაფორმებული.

ეს ნიშნავს იმას, რომ 48-წლის მწვრთნელის კონტრაქტი იორკშირელებთან იქნება გათვლილი წელიწადნახევრით, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით.

არველაძისა და "შავ-ყვითლების" თანამშრომლობის ფინანსური დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება. შეგახსენებთ, რომ ქართველი სპეციალისტის სახელს "კრასნოდარსაც" უკავშირებდნენ.

შოთამ რუსული კლუბი გაისტუმრა უარით, რითაც არჩევანი "ჰალ სიტიში" მუშაობაზე შეაჩერა. აქვე დავამატებთ, რომ "ვეფხვები" ჩემპიონშიფში ამჟამად მე-19 პოზიციაზე არიან.

"არველაძე არის ადამიანი, რომელსაც ჰალ სიტის ახალი პრეზიდენტი ენდობა" - ინგლისური პრესა შოთაზე წერს