ავტორიზაცია

"მის პროგრესს 2019 წლიდან ვაკვირდებით" - ჰამბურგის დირექტორი ჩაკვეტაძეზე

"მის პროგრესს 2019 წლიდან ვაკვირდებით" - ჰამბურგის დირექტორი ჩაკვეტაძეზე
თარიღი 28 Jan 2022, 00:34

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას ჰამბურგში გააგრძელებს.

ამის შესახებ ინფორმაცია GOAL.GE-მ ექსკლუზიურად შემოგთავაზათ, რამდენიმე საათში კი ტრანსფერი გერმანულმა გუნდმაც დაადასტურა.

"გიორგი მრავალმხრივი შემტევი ფეხბურთელია, ტექნიკურად ძლიერი და გოლების გატანა ეხერხება. ჩვენ მის პროგრესს 2019 წლიდან ვაკვირდებოდით. ქართველი ფეხბურთელით ჩვენი შესაძლებლობები წინა ხაზზე კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება," - განაცხადა ჰამბურგის სპორტულმა დირექტორმა მიხაელ მუტცელმა.

აღსანიშნავია, რომ "ჰამბურგი" ამ დროისთვის ბუნდესლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში 20 ტურის შემდეგ 34 ქულით მე-5 ადგილს იკავებს და უმაღლეს დივიზიონში აღზევებისთვის ბრძოლას აგრძელებს.