ავტორიზაცია

ბარსელონა ალვარო მორატას ალტერნატივად პიერ-ემერიკ ობამეიანგს განიხილავს - ვინ უშლის ხელს ტრანსფერს?

ბარსელონა ალვარო მორატას ალტერნატივად პიერ-ემერიკ ობამეიანგს განიხილავს - ვინ უშლის ხელს ტრანსფერს?
თარიღი 28 იან 2022, 02:22

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე „ბარსელონას“ თავდამსხმელის პოზიციის გაძლიერება სურს.

კლუბისთვის პრიორიტეტულ ვარიანტად ალვარო მორატა რჩება, თუმცა „ბლაუგრანა“ სარეზერვო ვარიანტსაც განიხილავს იმ შემთხვევაში, თუ ესპანელის ტრანსფერი არ გამოვიდა.

AS-ის ინფორმაციით, ასეთად ხავის და „ბარსას“ ხელმძღვანელობას „არსენალის“ შემტევი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი ესახებათ, რომელსაც დეკემბერში დისციპლინარული დარღვევების გამო კაპიტნობაც ჩამოართვეს და გუნდსაც ჩამოაშორეს.

თავად „არსენალიც“ არ არის წინააღმდეგი ობამეიანგი გაასხვისოს, რადგან ფეხბურთელი მიკელ არტეტას გეგმებში არ შედის - მისით ყატარული გუნდები ინტერესდებოდნენ, თუმცა თავად გაბონელს ევროპაში სურს დარჩენა.

ხავის მოსწონს პიერ-ემერიკის უნივერსალურობა, რომელსაც თავდასხმაში სხვადასხვა პოზიციებზე შეუძლია თამაში - როგორც გამოკვეთილ ფორვარდად, ისე ფლანგზეც. 

თუმცა, როგორც მორატას, ისე ობამეიანგის ტრანსფერი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ იანვარში გუნდს უსმან დემბელე დატოვებს.