ინძაგისთვის კარგად ნაცნობი - ინტერმა 33 წლის ფორვარდი სეზონის ბოლომდე იჯარით დაიმატა

„ჯენოას“ თავდამსხმელი ფელიპე კაისედო კარიერას მილანის „ინტერში“ გააგრძელებს.
იტალიის ჩემპიონმა 33 წლის ფორვარდის სეზონის ბოლომდე იჯარა შეათანხმა და ტრანსფერს ოფიციალურად სულ მალე დაადასტურებს.
ეკვადორელი თავდამსხმელის იჯარა „ინტერს“ 800 ათასი ევრო დაუჯდება - პარასკევს ფეხბურთელი გუნდში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტსაც გააფორმებს.
„ინტერის“ მთავარი მწვრთნელი, სიმონე ინძაგი კაისედოს „ლაციოში“ თანამუშაობიდან ძალიან კარგად იცნობს.
მიმდინარე სერია ა-ს გათამაშებაში კაისედომ 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი და 2 ასისტი მიითვალა.