მიულერი ბაიერნში დარჩენაზე თანახმაა, თუმცა კლუბი დუმს - პრემიერ ლიგიდან 2 მსურველი უკვე არის
"ბაიერნის" თავდამსხმელი, ტომას მიულერი პრემიერ ლიგის ორი კლუბის სამიზნეა. Bild-ის ინსაიდერის, კრისტიან ფოლკის ინფორმაციით, 32 წლის თავდამსხმელის მიმართ ინტერესს "ევერტონი" და "ნიუკასლი" იჩენენ.
გერმანელს მიუნხენის "ბაიერნთან" მოქმედი კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფეხბურთელი კონტრაქტის გასაგრძელებლად მზადაა.
მიულერი "ბაიერნის" აკადემიის აღზრდილია, რომელსაც 2000 წელს შეუერთდა. 2007 წლიდან მიულერი აგრეთვე თამაშობს მიუნხენის "ბაიერნის" მთავარ, პირველ გუნდში.
ჯერჯერობით უცნობია, უშუალოდ "რეკორდმაისტერის" პოზიცია, რომელიც ფეხბურთელთან კონტრაქტის გახანგრძლივებას მისი სოლიდური ასაკის გამო არ ჩქარობს.