ავტორიზაცია

ბარსელონამ უკანა პლანზე გადაიწია - რომელი კლუბია ფავორიტი კრისტენსენისთვის ბრძოლაში?

ბარსელონამ უკანა პლანზე გადაიწია - რომელი კლუბია ფავორიტი კრისტენსენისთვის ბრძოლაში?
თარიღი 28 იან 2022, 13:46

მცველმა, ანდრეას კრისტენსენმა, რომელიც შესაძლოა ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდეს, "ჩელსისთან" ახალ კონტრაქტზე შეთანხმებას ჯერჯერობით ვერ მიაღწია.

აგენტის შეცვლის შემდეგ, დანიელმა ლონდონური კლუბისგან ახალი კონტრაქტით მოითხოვა ხელფასი წელიწადში დაახლოებით 12 მილიონი ფუნტი (წელიწადში 14,4 მილიონი ევრო), - თქვა Bild-ის ჟურნალისტმა, კრისტიან ფალკმა თავის პოდკასტში.

"ბაიერნისთვის" კრისტენსენი მთავარი სამიზნეა. კლუბს სურს, რომ მან შეცვალოს ნიკლას სულე, რომელიც არ განაახლებს კონტრაქტს და ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს კლუბს.

ფეხბურთელით "ბარსელონაც" არის დაინტერესებული, მაგრამ მისთვის ბრძოლაში "ბაიერნი" ლიდერობს. მცველი "ჩელსიში" 2012 წლიდან თამაშობს. 2015 წლიდან 2017 წლამდე ის იჯარით თამაშობდა მიუნხენგლადბახის "ბორუსიაში". კრისტენსენმა მიმდინარე სეზონში "ჩელსის" რიგებში 21 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.