ჰოლანდმა ყველაზე რთული მეტოქე დაასახელა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის 3 ფავორიტს შორის არ შეიყვანა

"დორტმუნდის" თავდამსხმელმა, ერლინგ ჰოლანდმა საკუთარი აზრი გამოთქვა იმის შესახებ, თუ ვინ გახდება ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების გამარჯვებული.
გარდა ამისა, 21 წლის ნორვეგიელმა სუპერვარსკვლავმა ყველაზე რთული მეტოქეც დაასახელა.
– რომელია ყველაზე რთული მეტოქე, რომლის წინააღმდეგაც გითამაშიათ?
– "ბაიერნი" არასოდეს დამიმარცხებია, ამიტომაც ჩემი პასუხია: "ბაიერნი".
– ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას?
– ჩემი აზრით, "მანჩესტერ სიტი", "პსჟ" ან "რეალი", - ციტირებს ჰოლანდის სიტყვებს Sky Sports-ი.
"ბაიერნის" წინააღმდეგ ერლინგს 6 მატჩი აქვს ჩატარებული და 6-ვე წაგებული, მაგრამ მის აქტივში 5 გოლი და 1 ასისტია.
"ჩემი საყვარელი საკვები უკვე წელიწადია არ მიჭამია", - ჰოლანდმა საყვარელი სასმელიც გაამხილა