ავტორიზაცია

ფეხბურთელი, რომლის გამოც მანჩესტერმა ამ ზამთარს მარსიალი და დიალო გაანათხოვრა

ფეხბურთელი, რომლის გამოც მანჩესტერმა ამ ზამთარს მარსიალი და დიალო გაანათხოვრა
თარიღი 28 იან 2022, 20:42

"მანჩესტერ იუნაიტედი" გარემარბ ენტონი ელანგასთან განშორებას არ აპირებს, რომლის იჯარით გადაბირებაც ამ ზამთარს რამდენიმე კლუბს სურდა.

მანიკუნიანელთა მთავარ მწვრთნელს, რალფ რანგნიკს სურს, რომ შვედეთის ნაკრების ახალგაზრდული ნაკრების 19 წლის ფეხბურთელმა ამ სეზონში მარკუს რეშფორდს, ჯეიდონ სანჩოსა და მეისონ გრინვუდს გაუწიოს კონკურენცია.

როგორც ავტორიტეტული გამოცემა ESPN-ი იტყობინება, ელანგას პროგრესმა "ემიუს" ანტონი მარსიალისა ("სევილიაში") და ამად დიალოს ("რეინჯერსი") არენდით გაშვების საშუალება მისცა.

ცნობისთვის, ახალგაზრდა გარემარბს "ეშმაკუნებთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2026 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს და Transfermarkt-ის ვერსიით, მისი სატრანსფერო ფასი 4 მილიონ ევროს შეადგენს.

მიმდინარე სეზონში ელანგამ "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით პრემიერ ლიგაში 5 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლის გატანა მოახერხა.