ავტორიზაცია

ფერდინანდი: "მარსიალის შემდეგ, მანჩესტერი კიდევ ორმა ფეხბურთელმა უნდა დატოვოს"

ფერდინანდი: "მარსიალის შემდეგ, მანჩესტერი კიდევ ორმა ფეხბურთელმა უნდა დატოვოს"
თარიღი 27 იან 2022, 12:35

რიო ფერდინანდის თქმით, ჯესი ლინგარდი და დონი ვან დე ბეკი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე იჯარით უნდა წასულიყვნენ, რათა რეგულარული სათამაშო დრო მიეღოთ.

ანტონი მარსიალი სეზონის დასრულებამდე შეუერთდა "სევილიას" და ფერდინანდს მიაჩნია, რომ დანარჩენი ორი მოთამაშე უნდა მიჰყვეს მას. ლინგარდმა და ვან დე ბიკმა ამ სეზონში მოედანზე მცირე დროს ატარებენ.

როგორც ოლე გუნარ სოლსკიაერის, ასევე "მანჩესტერ იუნაიტედის" ამჟამინდელი მწვრთნელის, რალფ რანგნიკის დროსაც. გავრცელებული ინფორმაციით, ვან დე ბეკით "კრისტალ პალასი" არის დაინტერესებული.

ლინგარდით კი "ნიუკასლი" და "ვესტ ჰემი", რომელშიც მან წარმატებულად ითამაშა გასულ სეზონში. ფერდინანდი დარწმუნებულია, რომ გარემოს შეცვლა ამ მოთამაშეებს სარგებელს მოუტანს.

"ვფიქრობ, ანტონი მარსიალს სჭირდება ეს იჯარა, მას სჭირდება ფეხბურთის თამაში, მას სჭირდება რეგულარულად თამაში, მას სჭირდება სასტარტო შემადგენლობაში ყოფნა, რეგულარულად და თანმიმდევრულად.

უკანასკნელი წელიწადია მას რეგულარულად არ უთამაშია და ალბათ ეს იჯარა სჭირდებოდა. მაინტერესებს კიდევ ვინ წავა. აქ არის დონი ვან დე ბიკი, რომელიც მხოლოდ სკამზე ზის და ალბათ სადმე უნდა წავიდეს.

ჯესი ლინგარდი იგივე მდგომარეობაშია - დავდებდი, რომ ნიუკასლში წავა. ეს ფეხბურთელები უნდა წავიდნენ, რათა ითამაშონ ფეხბურთი, მარსიალის მსგავსად", - განაცხადა ფერდინანდმა.