ავტორიზაცია

ლაპორტა მადრიდში პირადად ჩავიდა — ბარსელონა მორატას ხელში ჩასაგდებად ძალებს არ იშურებს

ლაპორტა მადრიდში პირადად ჩავიდა — ბარსელონა მორატას ხელში ჩასაგდებად ძალებს არ იშურებს
თარიღი 28 Jan 2022, 21:26

"ბარსელონა" "იუვენტუსში" იჯარით მოასპარეზე თავდამსხმელის, ალვარო მორატას ტრანსფერის გაჩარხვას ცდილობს.

მოგეხსენებათ, 29 წლის ესპანელის სატრანსფერო უფლებები "ატლეტიკოს" ეკუთვნის.

როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა El Chiringuito იტყობინება, "ბლაუგრანა" მორატას ხელში ჩასაგდებად ყველაფერს გააკეთებს.

გავრცელებული ინფორმაციით, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა ალვაროს ტრანსფერის განსახილველად მადრიდში პირადად ჩავიდა.

აქამდე დაიწერა, რომ მორატას "ბარსაში" გადასვლა უნდა, მაგრამ კატალონიელებმა მის დასარეგისტრირებლად ჯერ რომელიმე ფეხბურთელი უნდა გაასხვისონ.

მიმდინარე სეზონში გამოცდილმა ფორვარდმა "იუვენტუსის" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 29 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი პასიც გააკეთა.