ავტორიზაცია

ოფიციალურად: დუშან ვლაჰოვიჩი იუვენტუსის ფეხბურთელია!

ოფიციალურად: დუშან ვლაჰოვიჩი იუვენტუსის ფეხბურთელია!
თარიღი 28 იან 2022, 21:53

ტურინის "იუვენტუსმა" "ფიორენტინას" თავდამსხმელის, დუშან ვლაჰოვიჩის ტრანსფერი დაადასტურა.

21 წლის სერბმა ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და "ბებერ ქალბატონთან" გრძელვადიანი კონტრაქტიც გააფორმა, რომელიც 2026 წლის 30 ივნისამდე იქნება გათვლილი.

ასე და ამგვარად, "იუვეს" ვლაჰოვიჩის ტრანსფერი საერთო ჯამში 80 მილიონი ევრო დაუჯდება, საიდანაც 10 მლნ ბონუსები სახით იქნება გათვალისწინებული. ახალგაზრდა შემტევი ახალ გუნდში წლიური ხელფასის სახით 7 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, "ფიორენტინას" აწ უკვე ყოფილი ლიდერი ტურინში 7-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

მიმდინარე სეზონში ვლაჰოვიჩმა ყველა ტურნირზე ერთად ფლორენციელთა მაისურით 24 მატჩი ჩაატარა, 20 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი პასიც გააკეთა.