ავტორიზაცია

ვლაჰოვიჩის მოსვლით, იუვენტუსში დაიწყება წმენდა - პირველი კულუშევსკია

ვლაჰოვიჩის მოსვლით, იუვენტუსში დაიწყება წმენდა - პირველი კულუშევსკია
თარიღი 28 იან 2022, 12:00

ნახევარმცველმა, დეიან კულუშევსკიმ შესაძლოა "იუვენტუსი" იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე დატოვოს. 21 წლის ნახევარმცველის აგენტმა "მილანს" შესთავაზა მისი შეძენა ამ ზამთარში.

ფეხბურთელით "როსონერის" ხელმძღვანელები არიან დაინტერესებულნი, მაგრამ ახლა ახალგაზრდა შვედი გარემარბის ტრანსფერის განხორციელება პრობლემური იქნება. 

შვედის იჯარით აყვანის ვარიანტი შესაძლებელია, მაგრამ იტალიური პრესა დარწმუნებულია, რომ "მილანი" აუცილებლად უარს იტყვის ფეხბურთელის სავალდებულო შესყიდვაზე.

"იუვემ" შესაძლოა კულუშევსკი გაუშვას "ფიორენტინას" თავდამსხმელის, დუშან ვლაჰოვიჩის შეძენის ხარჯის ნაწილის ასანაზღაურებლად. 21 წლის შვედმა მიმდინარე სეზონში სერია ა-ს 20 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.