ავტორიზაცია

მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს — კამპ ნოუს შესაძლოა სახელი გადაარქვან

მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს — კამპ ნოუს შესაძლოა სახელი გადაარქვან
თარიღი 28 Jan 2022, 22:26

მუსიკალური სტრიმინგის სერვისი Spotify "ბარსელონასთან" თანამშრომლობის ვარიანტებს განიხილავს.

როგორც Catalunya Ràdio იტყობინება, ზემოთნახსენები კომპანია შესაძლოა არა მარტო სატიტულო სპონსორი გახდეს, არამედ სტადიონ "კამპ ნოუს" სახელწოდების გადარქმევის უფლებაც შეისყიდოს.

ასე და ამგვარად, არენას შესაძლოა "კამპ ნოუ Spotify" დაერქვას, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, რა ვადით.

Spotify-სთან გარიგების საერთო ღირებულება 60-65 მილიონ ევროდ ფასდება.

ცნობისთვის, სტადიონს, რომელიც 1957 წელს გაიხსნა, თავდაპირველად Estadi del FC Barcelona ერქვა, "კამპ ნოუ" კი ოფიციალურად 2000 წლიდან ეწოდება.