მილანში კესიეს მომავალი კვლავ გაურკვეველია — ინტერესს 3 ტოპ კლუბი იჩენს
"მილანის" ნახევარმცველის, ფრანკ კესიეს მომავალი ჯერაც გაურკვეველია, იტყობინება La Gazzetta dello Sport.
როგორც ცნობილი იტალიური გამოცემა წერს, გარდა "ტოტენჰემისა", კოტდ'ივუარელისადმი ინტერესს "ინტერი" და "იუვენტუსიც" იჩენენ.
შეგახსენებთ, 25 წლის ფეხბურთელს "როსონერისთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
აღსანიშნავია, რომ უკვე იანვრიდან კესიეს სხვა კლუბებთან მოლაპარაკებების გამართვის უფლება აქვს.
მიმდინარე სეზონში აფრიკელმა ნახევარმცველმა "მილანის" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 21 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემაც მიითვალა.