ავტორიზაცია

"დაბადების დღის შესანიშნავი საჩუქარი იქნება", - კარაგერი ლივერპულის 65-მილიონიან ტრანსფერს ელოდება

"დაბადების დღის შესანიშნავი საჩუქარი იქნება", - კარაგერი ლივერპულის 65-მილიონიან ტრანსფერს ელოდება
თარიღი 28 იან 2022, 23:08

"ლივერპულის" ყოფილი მცველი, ჯეიმი კარაგერი, რომელსაც დაბადების დღე აქვს, მერსისაიდული კლუბის მილოცვას გამოეხმაურა.

მოგეხსენებათ, ვეტერან ფეხბურთელს დღეს 44 წელი შეუსრულდა.

"ლეგენდა. წარმატებულ დღეს გისურვებთ, ჯეიმი კარაგერ", - წერია "ლივერპულის" "თვითერზე".

"ლუის დიასი დაბადების დღის შესანიშნავი საჩუქარი იქნება, თუ დარჩენილ დღეებში მის შეძენას მოასწრებთ", - უპასუხა კარაგერმა.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, "ლივერპულმა" "პორტუსთან" შეთანხმებას მიაღწია და 25 წლის კოლუმბიელი გარემარბის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს გადაიხდის, დამატებითი 25 მილიონი კი ბონუსების სახით იქნება გათვალისწინებული.