ავტორიზაცია

"ევერტონმა ჩემს აგენტს მიმართა და გასაუბრებაზე მიმიწვია, თუმცა უარი ვთქვი", - რუნიმ მიზეზი განმარტა

"ევერტონმა ჩემს აგენტს მიმართა და გასაუბრებაზე მიმიწვია, თუმცა უარი ვთქვი", - რუნიმ მიზეზი განმარტა
თარიღი 28 იან 2022, 23:21

"დერბი ქაუნთის" მთავარმა მწვრთნელმა, უეინ რუნიმ "ევერტონის" დამრიგებლად დანიშვნის შესაძლებლობაზე უარი განაცხადა.

"ევერტონმა" ჩემს აგენტს მიმართა და სთხოვა, გასაუბრებაზე მივსულიყავი. უარი ვთქვი", - ციტირებს 36 წლის სპეციალისტის სიტყვებს გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.

"მჯერა, რომ პრემიერ ლიგის მწვრთნელი გავხდები და ამისთვის 100%-ით მზად ვარ. მაგრამ ახლა "დერბიში" ვმუშაობ და ეს სამუშაო ჩემთვის მნიშვნელოვანია", - დასძინა ინგლისელმა.

ცნობისთვის, "დერბის" ამჟამად სერიოზული პრობლემები აქვს. კლუბს სხვადასხვა დარღვევის გამო 21 ქულა დააკლეს და ჩემპიონშიპიდან გავარდნის პირას არის.

მოგეხსენებათ, რუნიმ პროფესიონალური კარიერა სწორედ "ევერტონში" დაიწყო, ბუცები ლურსმანზე კი "დერბიში" ჩამოკიდა.