რეშფორდს სერიოზული მსურველი ჰყავს, სადაც გადასვლასაც გასულ ზაფხულს განიხილავდა

"პარი სენ ჟერმენი" "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელ მარკუს რეშფორდით ინტერესდება, იტყობინება ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, ადრიენ გრენიე.
გავრცელებული ინფორმაციით, პარიზელები ინგლისელი შემტევის ზაფხულში გადაბირების შესაძლებლობას განიხილავენ.
აღსანიშნავია, რომ "პსჟ" 24 წლის ფეხბურთელს მიმდინარე სეზონის დაწყების წინაც დაუკავშირდა, როცა მისი დამატება კილიან მბაპეს შემცვლელად უნდოდა, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს უკანასკნელი პარიზში დარჩა.
როგორც იწერება, გასულ ზაფხულს რეშფორდი, რომელსაც "ეშმაკუნებთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს, ფრანგულ კლუბში გადასვლის წინააღმდეგი არ გახლდათ და ამ იდეით შეპყრობილი იყო.
მიმდინარე სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევმა ყველა ტურნირზე ერთად 17 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემაც გააკეთა.