ავტორიზაცია

რონალდუ: "ჩემი უფროსი ვაჟი გამუდმებით მეკითხება, როდის ექნება მობილური ტელეფონი"

რონალდუ: "ჩემი უფროსი ვაჟი გამუდმებით მეკითხება, როდის ექნება მობილური ტელეფონი"
თარიღი 29 Jan 2022, 00:31

"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ თანამედროვე ტექნოლოგიების დადებით და უარყოფით მხარეებზე ისაუბრა.

"ნება მომეცით, კრიშტიანუ-უმცროსის მაგალითი მოვიყვანო - ჩემი უფროსი ვაჟის, რომელიც 12 წლის არის (ამ წელს უსრულდება, კრიშტიანუ-უმცროსი 2010 წლის 17 ივნისს დაიბადა – შეხს.)", - აცხადებს პორტუგალიელი.

"გამუდმებით მეკითხება, როდის ექნება მობილური ტელეფონი. მე კი ყოველთვის ვპასუხობ: "როცა დრო მოვა, გექნება".

"ტექნოლოგიით უნდა ვისარგებლოთ, მაგრამ მასზე დამოკიდებულები არ უნდა ვიყოთ. ხანდახან ტელეფონს ცოტა ხნით ვაძლევ, მაგრამ არა ყოველთვის".

"ბავშვებს ტელეფონი გარკვეული დროით სჭირდებათ და არა მუდმივად", - ციტირებს 36 წლის სუპერვარსკვლავის სიტყვებს Corriere dello Sport-ი.