ავტორიზაცია

ვლაჰოვიჩის ტრანსფერის ფინანსური დეტალები — რამდენს გადაიხდის საერთო ჯამში იუვენტუსი?

ვლაჰოვიჩის ტრანსფერის ფინანსური დეტალები — რამდენს გადაიხდის საერთო ჯამში იუვენტუსი?
თარიღი 29 Jan 2022, 00:52

"იუვენტუსმა" "ფიორენტინას" თავდამსხმელის, დუშან ვლაჰოვიჩის 70 მილიონ ევროიანი ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

როგორც გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო იუწყება, ტურინული გრანდი ფლორენციელებს ამ თანხას სამ ნაწილად გადაუხდის.

სხვადასხვა ბონუსის მიხედვით, "იებმა" შესაძლოა დამატებით 10 მილიონიც მიიღონ.

ამასთანავე, ვლაჰოვიჩის აგენტს "იუვენტუსი" საკომისიოს სახით 11,6 მილიონს გადაუხდის.

თავის მხრივ, მომდევნო სეზონიდან ტურინში 22 წლის სერბის წლიური ანაზღაურება 7 მილიონი ევრო იქნება, კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისამდე იმოქმედებს.

ასე და ამგვარად, საერთო ჯამში, "იუვეს" ვლაჰოვიჩის ტრანსფერი დაახლოებით 120 მილიონი დაუჯდება.

მოგეხსენებათ, მიმდინარე სეზონში ახალგაზრდა ფორვარდმა ყველა ტურნირზე ერთად "ფიორენტინას" მაისურით 24 მატჩი ჩაატარა, 20 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი პასიც გააკეთა.