საქართველოს ჩემპიონიდან მაკედონიაში - გაგი მარგველაშვილმა ბათუმის დინამო დატოვა
საქართველოს ჩემპიონის ბათუმის დინამოს ცენტრალური მცველი გაგი მარგველაშვილი კარიერას ჩრდ.მაკედონიის პირველადგილოსან გუნდში გააგრძელებს.
ამის შესახებ ინფორმაციას შკუპის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს და წერენ, რომ მხარეებს შორის 2-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა.
"ბედნიერი ვარ ამ გუნდში ყოფნით, აქ კარგი ატმოსფეროა. შკუპს უაღრესად პროფესიონალი მწვრთნელი ჰყავს და მიხარია, რომ მასთან მუშაობა მომიწევს. მომწონს თამაშის სტილი, ბევრ გოლს იტანს გუნდი და საკმაოდ ცოტას უშვებს. მინდა წელს შკუპისთან ერთად ჩემპიონი გავხდე," - განაცხადა გაგი მარგველაშვილმა.
25 წლის ცენტრალურმა მცველმა 2021 წლის სეზონი ბათუმის დინამოში გაატარა, სადაც 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა.