ავტორიზაცია

[VIDEO] "დედას შევ**ი შენსას" - გურამ კაშია მოსკოვის სპარტაკის მეკარემ გააბრაზა

თარიღი 29 Jan 2022, 00:28

შუასასეზონო შეკრების ფარგლებში ამხანაგურ მატჩში მოსკოვის სპარტაკი და ბრატისლავის სლოვანი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მატჩი ფრედ 2-2 დასრულდა.

სლოვაკთა შემადგენლობაში ორივე ქართველმა: გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ ითამაშეს.

57-ე წუთზე გურამ კაშიას გოლის გატანის შესანიშნავი შანსი ჰქონდა, თუმცა მოსკოვის სპარტაკის მეკარემ აჯობა. ქართველმა მცველმა ემოციები ვერ შეიკავა, რაც სლოვაკური გუნდის კამერებმა დააფიქსირეს.

გურამ კაშია და ჯაბა კანკავა სლოვანში 2021 წლის ზაფხულიდან თამაშობენ. ისინი გუნდში საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა წაიყვანა.