გადაწყვეტილია: ნიკა კაჭარავა სამხრეთ კორეის მე-2 ლიგაში ითამაშებს
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ნიკა კაჭარავა კარიერას სამხრეთ კორეის ჩემპიონატში გააგრძელებს.
GOAL.GE-ს ინფორმაციით, ფეხბურთელი სამხრეთ კორეის მე-2 ლიგის გუნდ "ჯეონამ დრაგონს" შეუთანხმდა და სულ მალე კონტრაქტის გაფორმდება.
ნიკა კაჭარავას ბოლო გუნდი კვიპროსული ანორთოსისი იყო, საიდანაც სკანდალურად წამოვიდა, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს გამო.
რაც შეეხება ჯეონამ დრაგონს, ისინი სამხრეთ კორეის მე-2 ლიგაში გამოდიან და ახალი სეზონი 19 თებერვლიდან იწყება.
ნიკა კაჭარავას პოლონეთის მე-2 ლიგის ვარიანტიც ჰქონდა, თუმცა კორონა კელცეს უარი უთხრა.