ავტორიზაცია

"საუკეთესო დაბადების დღეა, რომელიც ოდესმე მქონია", - ვლაჰოვიჩმა იუვეში გადასვლა შეაფასა

"საუკეთესო დაბადების დღეა, რომელიც ოდესმე მქონია", - ვლაჰოვიჩმა იუვეში გადასვლა შეაფასა
თარიღი 29 იან 2022, 02:11

„იუვენტუსის“ სერბმა ახალწვეულმა, დუშან ვლაჰოვიჩმა, რომელიც გუნდში „ფიორენტინადან“ გადავიდა, ტრანსფერი შეაფასა.

„იუვენტუსი წარმოადგენს სიამაყეს, ტრადიციებს და ოჯახს. კლუბი არცერთი წუთით არ ნებდება და სულ აქ არის. გუნდს პირველ ადგილზე სურს ყოფნა და მე მწვრთნელის და თანაგუნდელების განკარგულებაში ვერ, ვეცდები მათ მაქსიმალურად დავეხმარო.

ჩვენ ყოველთვის მეტი გვინდა და მომავალშიც გავუმჯობესდებით. დღეს ჩემი დაბადების დღეა და ის ნამდვილად განსაკუთრებული გამოვიდა.

ეს ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი დაბადების დღეა, რომელიც ოდესმე მქონია. მინდა, რომ „იუვენტუსმა“ ჩემით იამაყოს. ჩვენ ყოველთვის ყველა ტიტულისთვის ვიბრძოლებთ.“ - ციტირებს ვლაჰოვიჩის სიტყვებს „იუვეს’ ოფიციალური ვებ-გვერდი.

22 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ „იუვემ“ 75 მლნ ევრო გადაიხადა.