ავტორიზაცია

რეალის შავ სიაში 6 ისეთი ფეხბურთელია, რომელსაც კლუბიდან წასვლა არ სურს — MARCA

რეალის შავ სიაში 6 ისეთი ფეხბურთელია, რომელსაც კლუბიდან წასვლა არ სურს — MARCA
თარიღი 29 Jan 2022, 08:07

იმ ფეხბურთელთა უმრავლესობას, რომლებსაც "რეალში" მცირე სათამაშო დრო ეძლევათ, მადრიდიდან წასვლა არ სურთ.

როგორც გავლენიანი ესპანური გამოცემა Marca იტყობინება, "სამეფო კლუბი" მზად არის ამ ზამთარს მარსელო, გარეტ ბეილი და ისკო გაყიდოს, თუმცა ყველა მათგანი კლუბიდან აბარგებას მხოლოდ ზაფხულში აპირებს, კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ.

ამასთანავე, წასვლა არც ხესუს ვალიეხოსა და მარიანო დიასს სურთ, რადგან გუნდში თავიანთი შანსის მიღებას ჯერ კიდევ ელიან.

თავის მხრივ, ედენ აზარს სჯერა, რომ ვითარების შეცვლა და "რეალის" ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად ქცევა შეუძლია.

მადრიდული გრანდის ხელმძღვანელობა მარსელოს, ბეილსა და ისკოს თავისუფალი აგენტის სტატუსით გაუშვებს, დანარჩენ სამ ფეხბურთელთან კი გამოსავლის პოვნას ეცდება, ყოველგვარი კონფლიქტის გარეშე.