"მაქვს ოცნება და მის ასასრულებლად რეალში გადმოვედი", - კურტუა
მადრიდის "რეალის" მეკარემ, ტიბო კურტუამ თავისი ოცნებების შესახებ ისაუბრა. ბელგიელი გოლკიპერის მთავარი მიზანი "სამეფო კლუბთან" ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგებაა.
"მე მოვიგე შესანიშნავი ტიტულები, როგორიცაა პრემიერ ლიგა ან ლა ლიგა და მრავალი სხვა ევროპული ტიტული, მაგრამ ჩემი კოლექცია რომ შევავსო, კარგი იქნებოდა ჩემპიონთა ლიგის მოგება პენსიაზე გასვლამდე.
ჩემი ყველაზე დიდი ოცნება სამეფო კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგებაა, მაგრამ ეს არ არის აკვიატება. მადრიდის "რეალი" ევროთასების ისტორიაა და დიდი სიამოვნება იქნება ამ ისტორიის ნაწილად ყოფნა", - განაცხადა კურტუამ.
ბელგიელმა მეკარემ აგრეთვე კილიან მბაპესა და ერლინგ ჰოლანდზეც ისაუბრა: "ორი დიდი ფეხბურთელი, ძალიან ახალგაზრდა, რომლებიც ახალ ეპოქას იწყებენ.
თუ ისინი თქვენს გუნდში თამაშობენ, სჯობს სხვაში თქვენ არ აღმოჩნდეთ". შეგახსენებთ, რომ "რეალის" მოწინააღმდეგე ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში "პსჟ" იქნება.
ტიბო "პარი სენ-ჟერმენთან" დაპირისპირებას ასე აფასებს: "პსჟ ძლიერი მეტოქეა და ეს ძალიან რთული, კონკურენტუნარიანი ბრძოლა იქნება. ადრეული დასასრულის მსგავსია.
მადრიდის რეალი კარგ ფორმაშია და ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია, რომ გავიმარჯვოთ. ეს იქნება თამაში, რომელშიც ყველაფერს დეტალები გადაწყვეტენ, როგორიცაა სეივი ან გატანილი გოლი.
მთავარია ვიყოთ კონცენტრირებულები და ერთიანნი, ასევე მივაღწიოთ კარგ შედეგს ტრავმების გარეშე. პსჟ-ს ჰყავს შესანიშნავი ფეხბურთელები, როგორიცაა მესი, მბაპე და ნეიმარი, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის.
მათ ყველა პოზიციაზე ჰყავთ ნიჭიერი მოთამაშეები, მაგრამ დღევანდელი ფეხბურთი უფრო გუნდურია, ვიდრე ცალკეული მოთამაშეებით აღებული. ჩვენ უნდა შევაჩეროთ გუნდი და არა მხოლოდ ერთი მოთამაშე", - განაცხადა კურტუამ.
რეალის შავ სიაში 6 ისეთი ფეხბურთელია, რომელსაც კლუბიდან წასვლა არ სურს — MARCA