ავტორიზაცია

ვლაჰოვიჩის შემდეგ, იუვენტუსი კიდევ ერთ ტრანსფერზე ამუშავდა სერიოზულად

ვლაჰოვიჩის შემდეგ, იუვენტუსი კიდევ ერთ ტრანსფერზე ამუშავდა სერიოზულად
თარიღი 29 იან 2022, 15:39

სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში „იუვენტუსი“ ძალიან გააქტიურდა.

გუშინ, ტურინულმა გუნდმა „ფიორენტინას“ 22 წლის სერბი თავდამსხმელის, დუშან ვლაჰოვიჩის 75 მილიონ ევროდ შეძენა ოფიციალურად დაადასტურა.

თუმცა, ალეგრის გუნდი ამაზე არ ჩერდება და ამჟამად „გლადბახის“ შვეიცარიელი საყრდენის, დენის ზაკარიას ტრანსფერზე ამუშავდა.

ტურინელებმა გერმანულ გუნდს ბონუსების ჩათვლით 7 მილიონი ევრო შესთავაზეს და „ბორუსია“ გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში მიიღებს. სეზონის ბოლოს დენისს გუნდთან კონტრაქტი უმთავრდება და ამიტომ, „დორტმუნდისთვის“ ეს შესაძლოა სარფიანი ვარიანტიც იყოს.

გარდა ამისა, სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს „იუვეს“ მინიმუმ ერთი ნახევარმცველი დატოვებს - ეს იქნება ან როდრიგო ბენტანკური, ან არტურ მელო.