ავტორიზაცია

პირადი კონტრაქტიც შეთანხმებულია — ლივერპული 65-მილიონიან ტრანსფერს მალე დახურავს

პირადი კონტრაქტიც შეთანხმებულია — ლივერპული 65-მილიონიან ტრანსფერს მალე დახურავს
თარიღი 29 იან 2022, 18:58

"პორტუს" გარემარბის, ლუის დიას მარულანდას "ლივერპულში" ტრანსფერი ძალიან მალე დაიხურება.

ასე და ამგვარად, როგორც გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო იტყობინება, მერსისაიდელებმა 25 წლის ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის პირობებიც შეათანხმეს.

კოლუმბიელი 5-წლიან ხელშეკრულებას მოაწერს ხელს. კლუბები ცდილობენ გარიგება რაც შეიძლება სწრაფად გააფორმონ.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, "ლივერპული" დიასის სანაცვლოდ 65 მილიონ ევროს გადაიხდის, საიდანაც 25 მილიონი ბონუსების სახით იქნება გათვალისწინებული.

მიმდინარე სეზონში "პორტუს" გარემარბმა ყველა ტურნირზე ერთად 28 მატჩი ჩაატარა, 16 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.