"ამან შესაძლოა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა გამოიწვიოს", - ვლაჰოვიჩი სკანდალში ეხვევა
"იუვენტუსის" ახალწვეულს, დუშან ვლაჰოვიჩს ტოსკანაში კორონავირუსის წესების დარღვევაში ადანაშაულებენ.
ადგილობრივი ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ სერბს 22 იანვარს კოვიდი დაუდასტურდა.
წესების მიხედვით, "ფიორენტინას" ყოფილი ფეხბურთელი 29 იანვრამდე კარანტინში უნდა დარჩენილიყო, მაგრამ ამის ნაცვლად 28 იანვარს "ბებერ ქალბატონთან" კონტრაქტის გასაფორმებლად გაემგზავრა.
ამის გამო, ტოსკანის ჯანდაცვის სამსახური პროკურატურას შესაბამის დასკვნას გადასცემს.
"წესები ცხადია: ვაქცინის სამი დოზით აცრილმა ადამიანმა დადებით და უარყოფით ტესტებს შორის 7 დღე უნდა გაიაროს".
"თუ მან იზოლაციის პირობები დაარღვია, მაშინ ეს წესების დარღვევაა, რამაც შესაძლოა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა გამოიწვიოს", - განაცხადა ტოსკანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, ჯორჯო გაროფალომ.