ავტორიზაცია

ფიორენტინას გარდა, ვლაჰოვიჩის იუვენტუსში ტრანსფერით კიდევ ერთი კლუბი იხეირებს

ფიორენტინას გარდა, ვლაჰოვიჩის იუვენტუსში ტრანსფერით კიდევ ერთი კლუბი იხეირებს
თარიღი 29 იან 2022, 18:52

"იუვენტუსმა" "ფიორენტინადან" ნაყიდი თავდამსხმელის, დუშან ვლაჰოვიჩის ტრანსფერის ფინანსური დეტალები გამოაქვეყნა.

ასე და ამგვარად, "ბიანკონერი" "იებს" 70 მილიონ ევროს სამ ნაწილად გადაუხდის. აგრეთვე, ფლორენციელებმა დამატებით 10 მილიონი შესაძლოა ბონუსების სახით მიიღონ.

კიდევ 11,6 მილიონს "იუვენტუსი" "დამატებით ხარჯებს" მოახმარს. როგორც გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო იტყობინება, ამ თანხას აგენტები მიიღებენ.

გარდა ამისა, ფიფას წესების მიხედვით, ტურინული გრანდი გარკვეულ თანხას იმ კლუბებსაც გადაუხდის, რომლებმაც 22 წლის სერბის განვითარებაში თავიანთი წვლილი შეიტანეს - "პარტიზანსა" და "ფიორენტინას". ეს კლუბები დაახლოებით 3,5 მილიონს გაიყოფენ.

თავის მხრივ, მომდევნო სეზონიდან ტურინში ვლაჰოვიჩის წლიური ანაზღაურება 7 მილიონი ევრო იქნება, კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისამდე იმოქმედებს.