ავტორიზაცია

კურტუა: "ინგლისში პანდემიის დროსაც ყიდულობდნენ კარგ მოთამაშეებს, მაგრამ ფეხბურთი მხოლოდ ფული არ არის"

კურტუა: "ინგლისში პანდემიის დროსაც ყიდულობდნენ კარგ მოთამაშეებს, მაგრამ ფეხბურთი მხოლოდ ფული არ არის"
თარიღი 29 იან 2022, 19:58

"რეალის" გოლკიპერმა, ტიბო კურტუამ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ინგლისური კლუბების წარმატებულ გამოსვლაზე განცხადება გააკეთა.

– ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ინგლისი დომინირებს, რომელსაც ოთხი წარმომადგენელი ჰყავს. როგორ ფიქრობ, რატომ?

"პრემიერ ლიგაში ბოლო წლებში კარგი მენეჯმენტია, ინგლისი ეკონომიკურად ძლიერია. ეს პანდემიის პერიოდშიც აშკარა იყო, რადგან იქ, მიუხედავად ამ პრობლემისა, კარგი ფეხბურთელების ყიდვას მაინც აგრძელებდნენ".

"მაგრამ ფეხბურთი მხოლოდ ფული არ არის. გასულ სეზონში "რეალმა" "ლივერპული" გააგდო, თუმცა "ჩელსი" ვერ დაამარცხა. ვნახოთ, რა იქნება ამ სეზონში, "რეალი" ძლიერია და ბოლომდე იბრძოლებს".

"მაგრამ ცხადია, პრემიერ ლიგაში ისეთ აუტსაიდერებსაც კი, როგორიც "ნიუკასლი" ან "ნორვიჩია", სატელევიზიო უფლებების წყალობით ესპანურ და იტალიურ გუნდებზე მეტი შემოსავალი აქვთ", - ციტირებს კურტუას სიტყვებს AS-ი.