"იუვეში გადასვლით არასწორი არჩევანი გააკეთა", - კასანომ ვლაჰოვიჩის შესაფერისი 3 სხვა კლუბი დაასახელა
იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი, ანტონიო კასანო ფორვარდ დუშან ვლაჰოვიჩის "ფიორენტინადან" "იუვენტუსში" გადასვლას გამოეხმაურა.
"ანიელიმ სენსაციური ნაბიჯი გადადგა, რომელსაც არავინ ელოდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ალეგრი თამაშის სტილს არ შეცვლის. თამაში ზუსტად იგივე დარჩება, ალეგრი კი "იუვენტუსში" დაკავებულ პოსტს შეინარჩუნებს".
"სწორი არჩევანი გააკეთა თუ არა ვლაჰოვიჩმა? ჩემი აზრით, გამაოგნებლად არასწორი არჩევანი გააკეთა. შუალედური ნაბიჯი სჭირდებოდა - მაგალითად, ისეთი გუნდი, როგორიც "არსენალი", "ტოტენჰემი" ან თუნდაც "სევილიაა", რომელმაც მარსიალი დაიმატა".
"ვლაჰოვიჩს შეუძლია ძლიერი ფეხბურთელი გახდეს, მაგრამ სარისკო ნაბიჯი გადადგა, რადგან იმაზე მეტი უნდა აჩვენოს, ვიდრე "ფიორენტინაში" აჩვენებდა".
"გარკვეული სირთულეები შეექმნება, მათ შორის იმის გამოც, რომ "იუვე" აშკარად ცუდად თამაშობს. უფრო მეტიც, ჩემი აზრით, "იუვეს" შესაფერისი არ არის, ამ დასკვნამდე თავად მივედი".
"მოკლედ, სარისკო ინვესტიციაა "იუვესთვისაც" და თავად ფეხბურთელისთვისაც", - განუცხადა კასანომ Bobo TV-ს.