ავტორიზაცია

"უმჯობესია, ჩვენთან ითამაშონ, ვიდრე სხვა გუნდში", - კურტუა მბაპესა და ჰოლანდის შესახებ

"უმჯობესია, ჩვენთან ითამაშონ, ვიდრე სხვა გუნდში", - კურტუა მბაპესა და ჰოლანდის შესახებ
თარიღი 29 იან 2022, 21:22

"რეალის" გოლკიპერმა, ტიბო კურტუამ მადრიდულ გრანდში კილიან მბაპესა და ერლინგ ჰოლანდის შესაძლო გადასვლაზე განცხადება გააკეთა.

– თქვენ, როგორც მეკარე, უფრო მშვიდად იქნებით, თუ მომავალ წელს მბაპე და ჰოლანდი "ბერნაბეუზე" თეთრ ფორმაში ითამაშებენ?

"რა თქმა უნდა, ორი შესანიშნავი ფეხბურთელია, ძალიან ახალგაზრდა, რომლებიც ახალ ეპოქას წარმოადგენენ. მაგრამ ეს ჩემი პასუხისმგებლობა არ არის. გადაწყვეტილებას სხვა ადამიანები მიიღებენ".

"მიუხედავად ამისა, ცხადია, რომ სუპერვარსკვლავები არიან და უმჯობესია, შენს გუნდში ითამაშონ, ვიდრე სხვაგან. მაგრამ ვაცხადებ, ეს ჩემი მოვალეობა არ არის", - ციტირებს კურტუას სიტყვებს AS-ი.

მოგეხსენებათ, მბაპე ამჟამად "პარი სენ ჟერმენის" ღირსებას იცავს, ხოლო ჰოლანდი "დორტმუნდის".