ავტორიზაცია

"ახლა ვნახოთ, არის თუ არა ალეგრი მზად იუვეს გაწვრთნისთვის, თავის მართლება დამთავრდა", - ვიერი

"ახლა ვნახოთ, არის თუ არა ალეგრი მზად იუვეს გაწვრთნისთვის, თავის მართლება დამთავრდა", - ვიერი
თარიღი 29 იან 2022, 23:04

„იუვენტუსის“ ექს-ფორვარდმა, კრისტიან ვიერიმ, გუნდში დუშან ვლაჰოვიჩის გადასვლა შეაფასა.

„იუვენტუსმა დიდებული, წარმოუდგენელი სვლა განახორციელა და ამისათვის მადლობა ანიელის უნდა ვუთხრათ. ფეხბურთელმა მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი გუნდი აირჩია. ახლა კი ალეგრიმ „იუვენტუსი“ უნდა აათამაშოს. 

საკმარისია ის თამაში, რომელსაც გუნდი ბოლო პერიოდში აჩვენებდა, ის მიუღებელია. 

ანიელის ხშირად აკრიტიკებენ, მაგრამ ორი წლის წინ მან მსოფლიოს საუკეთესო მცველი, დე ლიგტი დაიმატა. გასულ წელს კიეზა მოიყვანა და მასში დიდი ფული გადაიხადა. წელს კი, ვლაჰოვიჩი 75 მილიონ ევროდ იყიდა. სამივე ძალიან ახალგაზრდა და სათამაშოდ მზადმყოფი ფეხბურთელია.

ახლა ვნახოთ, არის თუ არა ალეგრი მზად ამ გუნდის გაწვრთნისთვის. „იუვენტუსი“ 2-3 წელს ვერ დაიცდის იმისთვის, რომ სკუდეტოსთვის იბრძოლოს. თავის მართლების დრო დამთავრდა.“ - ციტირებს ვიერის სიტყვებს Tuttomercatoweb.