ავტორიზაცია

"მათგან ბევრი რამ ვისწავლე", - ტევესმა ერთმანეთს მესი და რონალდუ შეადარა

"მათგან ბევრი რამ ვისწავლე", - ტევესმა ერთმანეთს მესი და რონალდუ შეადარა
თარიღი 30 იან 2022, 19:25

არგენტინის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, კარლოს ტევესმა ერთმანეთს კრიშტიანუ რონალდუ ("მანჩესტერ იუნაიტედი") და ლიონელ მესი ("პსჟ") შეადარა.

"ორი დიდებული ფეხბურთელი. ორივე მათგანის გვერდით თავს კომფორტულად ვგრძნობდი. ერთიც მომწონს და მეორეც, მათგან ბევრი რამ ვისწავლე. უცხოპლანეტელები არიან".

"კრიშტიანუსთან ყოველდღე დიდ დროს ვატარებდი, ლეოს კი ეროვნულ გუნდში ვხედავდი. სხვა პლანეტიდან არიან".

"დღემდე ელიტარული ფეხბურთელები არიან, ასეთ დონეზე დარჩენა კი ძალიან რთულია. ეს აღფრთოვანებას იწვევს. ასეთი ფეხბურთელების წინაშე ქედი უნდა მოვიხაროთ", - ციტირებს ტევესის სიტყვებს ESPN-ი.