სამედიცინო შემოწმება გავლილია — ნიუკასლმა ძვირადღირებული ტრანსფერი დახურა!
"ლიონის" ჩამშლელი ნახევარმცველი, ბრუნო გიმარაეში უახლოეს პერიოდში "ნიუკასლის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება.
როგორც გავლენიანი გამოცემა Sky Sports-ი იტყობინება, 24 წლის ბრაზილიელმა "კაჭკაჭების" რიგებში გადასვლის წინ სამშობლოში სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა.
აქამდე ცნობილი გახდა, რომ "ნიუკასლი" გიმარაეშის სანაცვლოდ 48 მილიონ ევროს გადაიხდის, საიდანაც 8 მილიონი ბონუსების სახით იქნება გათვალისწინებული.
აღსანიშნავია, გიმარაეში "ლიონს" 2020 წლის იანვარში "ატლეტიკო პარანაენსედან" 20 მილიონის სანაცვლოდ შეუერთდა.
მიმდინარე სეზონში ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ყველა ტურნირზე ერთად 25 მატჩი ჩაატარა და 6 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.