ავტორიზაცია

ნიუკასლმა ნაპოლის 40 მილიონი ევრო შესთავაზა, პასუხმა არ დააყოვნა

ნიუკასლმა ნაპოლის 40 მილიონი ევრო შესთავაზა, პასუხმა არ დააყოვნა
თარიღი 30 იან 2022, 20:08

"ნიუკასლმა" "ნაპოლის" ცენტრალური ნახევარმცველის, ფაბიან რუისის ხელში ჩაგდება სცადა.

აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა ავრცელებს.

როგორც იწერება, "კაჭკაჭებმა" ნეაპოლელებს 25 წლის ესპანელის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო შესთავაზეს, თუმცა უარი მიიღეს.

რუისი "ნაპოლის" ღირსებას 2018 წლის ზაფხულიდან იცავს და კლუბთან მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

მიმდინარე სეზონში ფაბიანმა ყველა ტურნირზე ერთად 22 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.