ავტორიზაცია

ბეილს ოჯახის წევრები და მეგობრები რეალიდან წასვლას სთხოვენ — MARCA

თარიღი 30 იან 2022, 20:54

დიდი ალბათობით, "რეალის" გარემარბი, გარეტ ბეილი, რომელსაც მოქმედი კონტრაქტის ვადა მომავალ ზაფხულს ეწურება, მადრიდს დატოვებს.

32 წლის უელსელს ოჯახი და მეგობრები "სამეფო კლუბის" დატოვებას სთხოვენ, იტყობინება გავლენიანი გამოცემა Marca.

გავრცელებული ინფორმაციით, ბეილის გარემოცვას სურს, რომ "რეალიდან" ღირსეულად წავიდეს, ყველაფერს მიაღწიოს, რაც შესაძლებელია და თავი გამოიჩინოს.

აღსანიშნავია, რომ გარეტს აქვს შანსი, მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ესპანეთის თასზე. ასევე არის ჩემპიონთა ლიგა, სადაც შემადგენლობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო შეუძლია თავის გამოჩენა.

მიმდინარე სეზონში ბეილმა ყველა ტურნირზე ერთად "ბლანკოსის" მაისურით მხოლოდ და მხოლოდ 3 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლის გატანა მოახერხა.