ავტორიზაცია

"გამორჩეული ფეხბურთელია, დიდი ხნის მანძილზე ვაკვირდებოდით", - კლოპმა ლივერპულის ახალწვეული შეაქო

"გამორჩეული ფეხბურთელია, დიდი ხნის მანძილზე ვაკვირდებოდით", - კლოპმა ლივერპულის ახალწვეული შეაქო
თარიღი 30 იან 2022, 22:01

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა "პორტუს" აწ უკვე ექს-გარემარბის, ლუის დიას მარულანდას შეძენაზე განცხადება გააკეთა.

"გამორჩეული ფეხბურთელია, რომელსაც დიდი ხნის მანძილზე ვაკვირდებოდით. ვფიქრობთ, ყველაფერი აქვს იმისათვის, რათა ჩვენს სათამაშო სტილს მოერგოს და პრემიერ ლიგაში ადაპტაცია გაიაროს - როგორც ფიზიკურად, ისევე ფსიქოლოგიურად".

"წარმატება სწყურია და იცის - ბრძოლაა საჭირო იმის მისაღებად, რაც სურს. მებრძოლია, ეჭვგარეშე. გამოცდილი გუნდური მოთამაშეა და მისი მიზანი ყოველთვის გოლის გატანაა".

"ეს გუნდი იმსახურებს ხარისხობრივ გაუმჯობესებას. როცა სეზონის დასაწყისში ლუისის წინააღმდეგ ვთამაშობდით, დავინახეთ, რამდენად სახიფათოა, რამდენად სწრაფი და როგორ არის მისი ხასიათი გუნდის დასახმარებლად მიმართული", - ციტირებს კლოპის სიტყვებს მერსისაიდელთა ოფიციალური საიტი.

ცნობისთვის, 25 წლის კოლუმბიელი ფეხბურთელის ტრანსფერი "ლივერპულს" 67 მილიონ ევრომდე უჯდება, საიდანაც 40 მილიონი მოჭრილი თანხა იქნება, დანარჩენი კი ბონუსებზე გადანაწილდება.