ოფიციალურად: ნიუკასლმა 50 მილიონ ევროიანი ტრანსფერი განახორციელა
"ლიონისა" და ბრაზილიის ნაკრების ჩამშლელი ნახევარმცველი, ბრუნო გიმარაეში "ნიუკასლში" გადავიდა.
24 წლის სამხრეთამერიკელის ტრანსფერი "კაჭკჭებს" საერთო ჯამში 50 მილიონი ევრო დაუჯდებათ, საიდანაც 8 მილიონი ბონუსების სახით იქნება გათვალისწინებული.
ამ თანხის 20 პროცენტს ფეხბურთელის ყოფილი კლუბი "ატლეტიკო პარანაენსე" მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ "ლიონი" გიმარაეშის შემდგომი გაყიდვიდან მიღებული თანხის 20 პროცენტს დაისაკუთრებს.
"ნიუკასლთან" ბრუნომ 4,5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და ახალ გუნდში 39-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.
მიმდინარე სეზონში ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ყველა ტურნირზე ერთად "ლიონის" რიგებში 25 მატჩი ჩაატარა და 6 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
ნიუკასლმა ნაპოლის 40 მილიონი ევრო შესთავაზა, პასუხმა არ დააყოვნა