ავტორიზაცია

იუვენტუსის ფანების პროვოკაციული პასუხი ფიორენტინას: "ბაჯოდან ვლაჰოვიჩამდე, გმადლობთ, ფილიალო"

იუვენტუსის ფანების პროვოკაციული პასუხი ფიორენტინას: "ბაჯოდან ვლაჰოვიჩამდე, გმადლობთ, ფილიალო"
თარიღი 31 Jan 2022, 10:39

ტურინულ კლუბში დუშან ვლაჰოვიჩის ტრანსფერის შემდეგ, "ფიორენტინას" გულშემატკივრების პროვოკაციულ განცხადებებს "იუვენტუსის" ულტრასები გამოეხმაურნენ.

ფიორენტინას გულშემატკივრებმა თქვეს: "კიდევ ერთი პატარა კაცი კვერცხების, ღირსებისა და პატივისცემის გარეშე. კიდევ ერთი მფლობელი, რომელიც საუკეთესო მოთამაშეებს ყიდის მტერს".

გავრცელებული ინფორმაციით, "იუვეს" ულტრასთა ჯგუფი ფლორენციაში იმყოფებოდა ულტრამემარჯვენეების დემონსტრაციისთვის, სადაც მათ დაუტოვეს მესიჯი "ფიორენტინას" გულშემატკივრებისთვის.

ქუჩებში დაკიდებული ერთი ბანერი აიღეს და მეორე დატოვეს "არტემიო ფრანკის" სტადიონის გარეთ. ფლორენციის ქუჩებში გაკრულ ბანერზე შემდეგი განცხადება ეწერა:

"ბაჯოდან ვლაჰოვიჩამდე, კიეზას გავლით. გმადლობთ ფილიალო და შემდეგ გაყიდვამდე". სტადიონის გარეთ ბანერზე ეწერა: "ქალაქ ფლორენციის სიამაყე და დიდება?

თქვენს ფეხბურთელებსაც კი არ ახსოვთ ეს, სიმართლე ისაა, რომ თქვენ ოდნავადაც ვერ ხვდებით ამ ყველაფრის მნიშვნელობას", - ასეთი ვნებათაღელვა გამოიწვია ვლაჰოვიჩის ტრანსფერმა.