ავტორიზაცია

მომენტი, როცა ჩემპიონთა ლიგა მოიგე 3-ჯერ, უეფა კი შენგან სამწვრთნელო კურსის გავლას ითხოვს

მომენტი, როცა ჩემპიონთა ლიგა მოიგე 3-ჯერ, უეფა კი შენგან სამწვრთნელო კურსის გავლას ითხოვს
თარიღი 31 იან 2022, 11:55

უეფა მადრიდის "რეალის" მთავარ მწვრთნელს, კარლო ანჩელოტის სამწვრთნელო სავალდებულო კურსის ხელახლა გავლას სთხოვს. საქმე ისაა, რომ 2021 წლის 31 დეკემბერს იტალიელის სამწვრთნელო ლიცენზიას ვადა ამოეწურა.

უეფამ აცნობა 62 წლის სპეციალისტა, რომ მას სჭირდება გამოცდის ჩაბარება მწვრთნელობის გასაგრძელებლად, იტყობინება Goal.com-ი, Corriere dello Sport-ზე დაყრდნობით.

ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაციამ ანჩელოტის განუცხადა, რომ ისინი დაუკავშირდებიან უეფას, რათა გავლენა მოახდინონ მის გარშემო წარმოქნილ სიტუაციაზე.

ანჩელოტიმ სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში 21 ტიტული მოიგო, ის სამჯერ გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული. იტალიელს ეს ტიტული ორჯერ მოუგია "მილანთან" ერთად, ერთხელ კი "რეალთან".