ავტორიზაცია

"რეალი მბაპეს და ჰოლანდის ტრანსფერზეც იმუშავებს?", - ესპანელი ინსაიდერი მადრიდელთა გეგმების შესახებ

"რეალი მბაპეს და ჰოლანდის ტრანსფერზეც იმუშავებს?", - ესპანელი ინსაიდერი მადრიდელთა გეგმების შესახებ
თარიღი 31 იან 2022, 10:53

ავტორიტეტულმა არანჩა როდრიგესმა ინფორმაცია გააზიარა მადრიდის "რეალის" სატრანსფერო ინტერესების შესახებ, კილიან მბაპესა და ერლინგ ჰოლანდის მიმართ.

"მბაპე მათი პრიორიტეტია. სატრანსფერო ბაზარზე ყოველთვის მოქმედებაა და ახლა მბაპე ყურადღების ცენტრშია. როგორც კი მისი ტრანსფერი უზრუნველყოფილი იქნება, მადრიდი გადაერთვება ჰოლანდზეც", - განუცხადა მან Cadena COPE-ს.

ჰოლანდი "დორტმუნდს" ამ ზაფხულს დატოვებს, ეს თითქმის გადაწყვეტილია. გავრცელებული ინფორმაციით, ნორვეგიელისთვის რბოლაში მადრიდის მთავარი კონკურენტები "ბარსელონა", "პსჟ" და "მანჩესტერ სიტი" არიან.

რაც შეეხება მბაპეს, მას კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება. ამბობენ, რომ ის "ბლანკოსთან" მარტში ჩანიშნული მეოთხედფინალური შეხვედრის შემდეგ გააფორმებს კონტრაქტს.