ავტორიზაცია

ბარსელონას პსჟ-ს არცერთი ფეხბურთელი არ აინტერესებს და დემბელეს სანაცვლოდ მხოლოდ ფულს ითხოვს

ბარსელონას პსჟ-ს არცერთი ფეხბურთელი არ აინტერესებს და დემბელეს სანაცვლოდ მხოლოდ ფულს ითხოვს
თარიღი 31 Jan 2022, 15:59

"ბარსელონა" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე გარემარბ უსმან დემბელეს "პსჟ"-ში გაშვების წინააღმდეგი არ არის.

აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი ესპანური გამოცემა RAC1 ავრცელებს.

ასე და ამგვარად, კატალონიურ გრანდს 24 წლის ფრანგის სანაცვლოდ მხოლოდ ფულის მიღება უნდა და პარიზელებისგან ტრანსფერში ფეხბურთელის ან ფეხბურთელების ჩართვას არ ითხოვს.

აქამდე არსებული ცნობით, "პსჟ"-ს ხელმძღვანელობა მზადაა "ბლაუგრანას" ფულიც გადაუხადოს და თავისი ერთ-ერთი მოთამაშეც დაუთმოს - გაიჟღერა ფორვარდ მაურო იკარდისა და მცველ ხუან ბერნატის სახელებმა.

როგორც დაიწერა, "ბარსას" ბოსები დემბელეს სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს ითხოვენ.

მოგეხსენებათ, უსმანს "ლურჯ-ბროწეულისფრებთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა მომავალ ზაფხულს ეწურება და კლუბის მიერ შეთავაზებულ პირობებზე უარი განაცხადა, ამიტომაც მისი წასვლა გადაწყვეტილი ამბავია.