VIDEO: ობამეიანგი ბარსელონაში უკვე ჩავიდა, თუმცა ტრანსფერის დახურვას ერთი რამ უშლის ხელს
"არსენალის" თავდამსხმელი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი "ბარსელონაში" გადასვლასთან ახლოს არის.
32 წლის გაბონელი "ბლაუგრანასთან" კონტრაქტის გასაფორმებლად კატალონიაში უკვე ჩავიდა.
ობამეიანგმა "ბარსასთან" იჯარის თაობაზე კომპრომისს უკვე მიაღწია, "მეთოფეებიც" თანახმანი არიან, წერს გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.
თუმცა, როგორც აღინიშნება, ტრანსფერის დასახურად კატალონიური გრანდიდან ერთ-ერთი ფეხბურთელის წასვლაა საჭირო.
დიდი ალბათობით, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებს გარემარბი, უსმან დემბელე დატოვებს, რომელსაც "პარი სენ ჟერმენი" ეპატიჟება.
მიმდინარე სეზონში ობამეიანგმა "არსენალის" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 15 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი პასიც მიითვალა.